წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“ დასკვნით ეტაპზე გადავიდნენ
09-11-2020

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეები: ანი ხურცილავა, მარიამ აფხაძე, მარიამ ქაშიბაძე, ანი ბენიძე, ვერონიკა ჯანგავაძე (პედაგოგი იზოლდა ჯანგავაძე) მონაწილეობდნენ პროექტში „ვისაუბროთ კულტურულ მემკვიდრეობაზე“.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და Academic Press of Georgia-ს მხარდაჭერით ტარდება. 

კონკურსის მონაწილეებმა I და II ეტაპი წარმატებით გადალახეს, რის შედეგადაც სერტიფიკატები და 2 მნიშვნელოვანი წიგნი: „რუკები“ და „საქართველოს 100 ძეგლი“ დაიმსახურეს.

„გუნდი გადავიდა დასკვნით ეტაპზე. მოსწავლეებმა კონკურსისათვის შეარჩიეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - ხომულის ციხე, რომელზეც მოსწავლეებმა უნდა შეაგროვონ შთამბეჭდავი ინფორმაცია და მიაწოდონ ორგანიზატორებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მონაწილეებს და დასკვნით ეტაპზე გამარჯვება“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203