მარნეულის N2 საჯარო სკოლას 10-ზე მეტი წამყვანი და 2 მენტორი მასწავლებელი ჰყავს
09-11-2020

მარნეულის N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - დავით კამკამიძემ და ირმა ჯაჯანიძემ 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში წამყვანის სტატუსი მოიპოვეს. 

როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის ოთხი პედაგოგი გარე დაკვირვებას დეკემბრის ბოლომდე გაივლის. აღსანიშნავია, რომ ონლაინდაკვირვება სულ ახლახან წარმატებით გაიარა გიულიარა მამედოვამ, რომელიც რუსულ ენას ასწავლის.

მარნეულის N2 საჯარო სკოლაში 10-ზე მეტი წამყვანი და 2 მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203