
მცხეთის მუნიციპალიტეტის ნავაზის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა.
სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სასკოლო ინვენტარი.
როგორც სკოლის ინფორმაციაშია აღნიშნული, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნავაზის საჯარო სკოლის შეწამვლა პრევენციის მიზნით მოხდა.
დირექცია ზრუნავს მოსწავლეთა და დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, ყველა წესს იცავს, რომ კორონავირუსი სკოლაში არ გავრცელდეს.
იხილეთ ფოტოები