„არაფრით განსხვავდება უფროსი, წამყვანი თუ მენტორი მასწავლებლის გაკვეთილები ერთმანეთისაგან“-ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორი
09-11-2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ბახტაძე მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის, ბერიკა შუკაკიძის იდეას, რომ მასწავლებელი ყოველ წელს უნდა ფასდებოდეს, არ ეთანხმება.

„არ ვეთანხმები, ვინაიდან მასწავლებელი მეტ დროს დაუთმობს თავისი თავის შეფასების კრიტერიუმების დაკმაყოფილებას და ნაკლებად იზრუნებს მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებაზე ისე, როგორც ეს ხდებოდა მასწავლებელთა  სასერტიფიკაციო გამოცდების მზადებისა და კრედიტქულების დაგროვებისას.  

სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას, ჩემი აზრით, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა გადამზადება გაკვეთილზე ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით. დღეს არაფრით განსხვავდება მოქმედი მასწავლებლის, უფროსი, წამყვანი თუ მენტორის გაკვეთილები ერთმანეთისაგან. წარმატებული მოსწავლე ყველა საგანში წარმატებულია და ზარმაცი მოსწავლე ვერც წამყვანმა და ვერც მენტორმა ვერ დააინტერესა ცოდნის შეძენით.   

მასწავლებელს, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული (იცის საგანი და მისი სწავლების მეთოდიკა) არ უნდა ესაჭიროებოდეს ყოველ წელიწადს შეფასება. მასწავლებელს ინტერნეტ-ტექნოლოგიების გამოყენების მიზნით გადამზადება ესაჭიროება.  განათლების დამადასტურებელ დოკუმენტის შესაბამისად უნდა ასწავლიდეს მასწავლებელი საგანს და არა სასურველ საგანში სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებით“,-აღნიშნავს დირექტორი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203