
ქობულეთის მუნიციპალიტეტის აჭყვისთავის საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინა ემირიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას სტატუსი აუმაღლდება.
დირექცია და თანამშრომლები ულოცავენ მასწავლებელს მიღწეულ წარმატებას.
„სკოლის პედკოლექტივი ულოცავს ქალბატონ მარინა ემირიძეს გარე დაკვირვების წარმატებით გავლას, წარმატებებს და პროფესიული წინსვლას ვუსურვებთ ჩვენს შრომისმოყვარე და მიზანდასახულ მასწავლებელს“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.