სამიქაოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დიმა ჯანგველაძემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მეორე ადგილი დაიკავა
09-11-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დიმა ჯანგველაძემ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიებაზე 71 ქულა მოიპოვა და მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა.

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი აბაშაში 6 ნოემბერს გაიმართა.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203