სამიქაოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ნადარეიშვილი „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ გახდა
09-11-2020

აბაშის მუნიციპალიტეტის სამიქაოს საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე მარიამ ნადარეიშვილი „აბაშის ეტალონი მოსწავლე“ გახდა.

მან მუნიციპალიტეტის დონეზე გამართულ „ეტალონის“ ღონისძიებაზე 76 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.

„ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი აბაშაში 6 ნოემბერს გაიმართა.

„ეტალონი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების მიერ გაცემული რეგულაციების შესაბამისად, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეწვევა მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს და ტრადიციულად, „ეტალონელ მოსწავლეებს“ გამოავლენს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203