ორბელის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელების ინიციატივით თემაზე „კომპლექსი“ დისკუსია გაიმართა
09-11-2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელების ინიციატივით გაიმართა დისკუსია თემაზე - „კომპლექსი“. აღნიშნული აქტივობის შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექტორი ნინო ბურჯალიანი გვიზიარებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ვხვდებით ერთმანეთს საგაკვეთილო პროცესებიდან გამომდინარე, მოგვნატრებია ერთობლივი, მიზანდასახული, საინტერესო და სახალისო შეხვედრები.

მე-12 კლასელების ინიციატივით გავაკეთეთ დისკუსია თემაზე „კომპლექსი“. წინასწარ შევარჩიეთ საინტერესო და სასარგებლო რამოდენიმე აქტივობა. ბოლოს შევაჯამეთ კიდეც. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გაკვეთილი არაა საკმარისი იმისათვის, შევიცნოთ ერთმანეთი. დაახლოება ხელს გვიწყობს შედეგების მიღწევაში. მიზანიც დავისახეთ-კიდევ გავაგრძელოთ ასეთი შეხვედრები საინტერესო თემებზე, რომლებიც უამრავია ჩვენ გარშემო. სიძლიერე ჩემს სკოლას და ყველას!“-წერს დირექტორი ნინო ბურჯალიანი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203