
მესტიის მუნციპალიტეტის ლენჯერის N2 საჯარო სკოლის პედაგოგმა მარინე გიგდელიანმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და 4 კრედიტი მოიპოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ პედაგოგმა პროფესიული წინსვლის სქემით გათვლილი ყველა აქტივობა წარმატებით შეასრულა და სტატუსი აუმაღლდება.
„მოფრინდა ძალიან საყვარელი 4 კრედიტი და ძალიან გამახარა მადლობა უფალს. მადლობა ჩემს პოზიტიურ დამკვირვებელს, ჩემს საყვარელ მე-8 კლასს, ჩემს ძვირფას კოლეგებს და განსაკუთრებულ გულშემატკივარებს. მიყვარხართ“, - წერს პედაგოგი სოციალურ ქსელში.