
თბილისის N119 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადრეული ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ თანატოლების ინფორმირების მიზნით ონლაინ შეხვედრა გამართეს.
მათ შეაგროვეს ინფორმაცია ადამიანის უფლებების საკითხებზე, მოამზადეს პრეზენტაცია და ონლაინ შეხვედრის დროს წარმოადგინეს.
შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია ადრეული ქორწინებით გამოწვეული რისკების და მისი პრევენციის გზებზე. მოსწავლეებმა მოამზადეს საინფორმაციო მასალა, პოსტერები, კომიქსები, ფლაერები და სოციალური მედიის მეშვეობით გაუზიარებს თანატოლებს.
იხილეთ ნამუშევრები