ამ სასწავლო წელს შაბათ-კვირას მხოლოდ ერთი უქმე დღე ემთხვევა - რომელ დღესასწაულზე არ მოგიწევთ დამატებით დასვენება?
2020-2021 სასწავლო წელს ოფიციალური უქმე დღეებიდან მხოლოდ 1 ემთხვევა არასამუშაო დღეს. შესაბამისად, აღნიშნულ დღეს მასწავლებლებს და მოსწავლეებს დამატებითი დასვენების დღე არ გამოსდით. უქმე დღე, რომელიც კვირა უწევს, არის 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში II - XI კლასებისთვის - სულ 170 სასწავლო დღეა.
I სემესტრი: 74 სასწავლო დღე;
II სემესტრი: 96 სასწავლო დღე.
I კლასისთვის სულ 157 სასწავლო დღეა.
I სემესტრი: 74 დღე;
II სემესტრი: 83 დღე.
XII კლასებისთვის 153 სასწავლო დღეა.
ასევე დაგაინტერესებთ:რამდენი დასვენების დღეა წელიწადში საქართველოში? - უქმე დღეები და დღესასწაულებირატომ სჭირდებათ მასწავლებლებს ყველაზე ხანგრძლივი შვებულება