
ქარელის მუნიციპალიტეტის ძლევიჯვარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კომპლექსურ დავალებებს ასრულებენ. დავალებები პროგრამის „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში ხორციელდება.
ამჯერად, კომპლექსური დავალების ცნება იყო: „სივრცე და ისტორიული მოვლენა“. მე-9 კლასის მოსწავლეებმა ერთ გაკვეთილზე შეასრულეს მე-6 საუკუნის ქართლსა და ეგრისში არსებული საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობის შეფასება და ანალიზი.
მოსწავლეებმა რესურსად მხოლოდ ცარიელი ფურცლები და ფანქარი გამოიყენეს.
იხილეთ ფოტო