ზარიძეების საჯარო სკოლის II კლასმა ოქტომბრის „სუპერ კლასის“ ტიტული მიენიჭა
09-11-2020

თიანეთის მუნიციპალიტეტის ზარიძეების საჯარო სკოლის II კლასმა 2020-2021 სასწავლო წლის ოქტომბრის „სუპერ კლასის“ ტიტული მოიპოვა. კლასის დამრიგებელი ფატმან ცაკაშვილია.

საგანმანათლებლო პორტალ izrune.ge-ზე 25 ოქტომბრის შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით, 2020-2021 სასწავლო წლის ოქტომბრის „სუპერ კლასები“ გამოვლინდა.

„სუპერ კლასი“ წამახალისებელი ტიტულია, რომელსაც კლასს, ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალი izrune.ge „შემაჯამებელი ტესტის“ მაღალი შედეგების მიხედვით ანიჭებს.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203