წვირმის საჯარო სკოლის პედაგოგები კოლეგებს დისტანციური სწავლების შესახებ რჩევებს უზიარებენ
09-11-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლის პედაგოგები კოლეგებს დისტანციური სწავლების გამოცდილებას უზიარებენ. მათი რჩევაა, გაკვეთილები სახალისო აქტივობებით გაამავალფეროვნონ. 


„ვურჩევთ, მაქსიმალურად ეცადონ, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს წვდომა საგაკვეთილო პროცესზე, ეცადონ დატვირთონ გაკვეთილი სახალისო აქტივობებით, რომ მოსწავლეები ხალისით და ენთუზიაზმით ჩაერთონ. ჩვენზეა დამოკიდებული ამ თაობას რამდენად მარტივად გამოვიყვანთ ამ რთული სიტუაციიდან და არ დავტოვებთ განათლების მიღმა. წარმატებას ვუსურვებ ყველა კოლეგას ამ ძალზედ საპასუხისმგებლო საქმეში“,-აღნიშნავენ პედაგოგები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203