
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში კლუბმა „მომავლის ევროპელები“ პროექტი „ყველაზე წიგნიერი“ დაიწყო.
პროექტში 25 მოსწავლე მონაწილეობს, პროექტის ხანგრძლივობა კი 25 კვირას მოიცავს.
„სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ შემოთავაზებული 25 წიგნი მოსწავლეებში შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა, რომლებიც კვირის განმავლობაში უნდა წაიკითხონ და შემდეგ თანატოლებს გაუზიარონ შთაბეჭდილებები და ურჩიონ, თუ რატომ უნდა წაიკითხონ ესა თუ ის წიგნი.
პროექტი დატვირთული იქნება სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით.
„წაიკითხე წიგნი და უფრო კეთილი იქნები“ - ესაა მოსწავლეთა დევიზი. წასაკითხი წიგნების სია კი ასეთია:
იხილეთ ფოტოები