
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლის შეფასების სქემაზე საკუთარ პოზიციას გვიზიარებენ. მათი თქმით, როგორც განმსაზღვრელი, ასევე განმავითარებელი შეფასება აუცილებელია.
„ორივე შეფასება აუცილებელია მოსწავლის განვითარებისთვის. განმავითარებელი შეფასებით მოსწავლე არკვევს მის ძლიერ და სუსტ მხარეებს. განმსაზღვრელი შეფასება კი მოტივაციას უმაღლებს. შეფასების დადებითი მხარეა მოტივაციის ამაღლება, გააქტიურება. უარყოფითი კი შეიძლება დაითრგუნოს, ჩაიკეტოს მოსწავლე“,-აღნიშნავენ პედაგოგები.