
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები პანდემიის პერიოდში დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ დისტანციურ სწავლებას თან ახლავს სირთულეები, თუმცა ინტერნეტრესურსები იმდენად კარგია, რომ საკლასო ოთახში სწავლების დროსაც გამოიყენებენ.
„ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე, გარდა ერთი IV კლასელისა, სკოლაში დადის. წინა სასწავლო წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, პედაგოგებს არ უჭირთ ერთდროულად მუშაობა როგორც კლასთან, ასევე დისტანციურად მყოფ მოსწავლესთან, თუმცა იკვეთება გარკვეული სიძნელეებიც, მაგალითად: როცა მასწავლებელი მუშაობს მოსწავლესთან დისტანციურად დაფის გამოყენებით და ამ დროს კლასს ეძლევა დამოუკიდებელი სამუშაო, ჭირს დროს განაწილება, ხარვეზებია ინტერნეტის მომსახურებაში-წყდება ან გვიან მოდის ხმა, გაკვეთილის პროცესში ხშირად ერთვება მშობელი, მიუხედავად გაფრთხილებისა. ხდება ისიც, რომ მოსწავლე იყენებს წიგნს ზეპირი მეტყველების დროს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები