„შემოდგომის ფერები“ - ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
06-11-2020

მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს თემაზე: „შემოდგომის ფერები“.

აქტივობაში V-VI კლასის მოსწავლეები ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ. პედაგოგმა ნანა ჩირგაძემ ბავშვებს სხვადასხვა სახის აქტივობა შესთავაზა. მათ თავიანთი ნაფიქრი შესაბამისი ილუსტრაციებით გააფორმეს, გამოფინეს და მოაწყვეს კუთხე „შემოდგომა“.

IX კლასის მოსწავლეებმა შემოდგომის ფერადოვნება კედლის გაზეთში „შემოდგომის ფერები“ გამოსახეს. მათ საკუთარი ფანტაზიით, ნანახითა და განცდილით ლამაზი და საინტერესო ნამუშევარი წარმოადგინეს.  

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203