ბათუმის N11 საჯარო სკოლის მოსწავლე ანიტა ბერიძემ izrune.ge-ს ტესტი წარმატებით გაიარა
06-11-2020

აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge აქტიურად არიან ჩართულები.

ანიტა ბერიძემ „სიბრძნის ხუთშაბათის“ ტესტები წარმატებით გაიარა და 92 ქულა მიიღო.

„სიბრძნის ხუთშაბათის“ ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია, ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

5 ნოემბერს, „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო. 29 ნოემბერს შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203