სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე ხვიჩიამ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი მოიპოვა
06-11-2020

ბარბარე ხვიჩია, სენაკის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეა. ძალიან უყვარს სწავლა. მან მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

„რაც ბარბარემ izrune.ge-ს არსებობის შესახებ გაიგო, მას შემდეგ ჩართულია მთელი სულით და გულით, ერთი სული აქვს ხუთშაბათი მოვიდეს ხოლმე, რომ ტესტი გააკეთოს. ორი წელია განსაკუთრებულად ბედნიერია, სულ წარმატებები გვაქვს izrune.ge-ს კუთხითაც და სკოლაშიც“,- ამბობს ბარბარეს მშობელი ნანა ჯოჯუა.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203