გორის N9 საჯარო სკოლის მოსწავლე ანდრია რაზმაძემ izrune.ge-ს ოქროს დიპლომი დაიმსახურა
06-11-2020

გორის N9 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლე ანდრია რაზმაძე მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალის - izrune.ge-ს აქტიური წარმომადგენელია, რომელიც ტესტებს წარმატებით გადის და ოქროს დიპლომებს იმსახურებს.

„ძალიან დიდი მადლობა, რომ შემაჯამებელი ტესტის დღეს ასე გამახარეთ. ძალიან მიყვარს თქვენი ტესტები. მიყვარხართ ძალიან. უზომოდ მიხარია ოქროს დიპლომის აღება. მადლობა, რომ ჩვენ, ბავშვებს გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი ნიჭი გამოვავლინოთ. მე დედას ტელეფონიდან გწერთ. მინდა ჩემი მასწავლებლებიც გავახარო, როცა ამას ნახავენ,“- ამბობს ჭკვიანი ანდრია რაზმაძე, რომელმაც ოჯახი თავისი წარმატებით გაახარა.

5 ნოემბერს, „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო. 29 ნოემბერს შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა“.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203