დაიხურება ყველა სკოლა და დაწესდება „კომენდანტის საათი“ - კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო შეზღუდვებს რუმინეთი ამკაცრებს
06-11-2020

რუმინეთში ორშაბათიდან ყველა სკოლა დაიხურება და „კომენდანტის საათი“ ამოქმედდება. ახალი შეზღუდვები ძალაში ერთი თვის განმავლობაში დარჩება.

ქვეყნის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუმინეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაორმაგდა. რუმინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 9 714 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსის 276 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 7 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203