ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰელოუინი აღნიშნეს
06-11-2020

ბათუმის N18 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰელოუინი აღნიშნეს. V კლასის მოსწავლეებმა დღესასწაულის შესაბამისი ფორმები მოირგეს და კოსტუმირებული სანახაობა მოაწყვეს.

ბავშვებისთვის ეს დღე სახალისო იყო. მათი მასწავლებელი მზევინარ კონცელიძეა.

ცნობისთვის, 31 ოქტომბრის ღამეს კათოლიკურ სამყაროში ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავენ. ესაა დღესასწაული, რომელსაც ფესვები საუკუნეების სიღრმეში აქვს და სათავეს ძველი კელტების ტრადიციებიდან იღებს.

31 ოქტომბრის ღამეს, კელტების რწმენით, ცოცხლებისა და მიცვალებულების კარიბჭე იღებოდა და იმ სამყაროში მცხოვრები მიცვალებულები დედამიწაზე ბრუნდებოდნენ. კელტები ამ ღამეს სამჰეინს უწოდებდნენ. იმისთვის, რომ მკვდარი სულების და მოჩვენებების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, კელტები 31 ოქტომბრის ღამეს სახლში აქრობდნენ შუქს, გადაიცვამდნენ სხვადასხვა მხეცის ტყავს, ქუჩაში სახლთან ახლოს ტოვებდნენ საკვებს სულებისათვის, თვითონ კი დრუიდების მიერ გაჩაღებულ უზარმაზარ კოცონთან იკრიბებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203