
გაიცანით, თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის პირველკლასელი ნინა გოგიტიძე. ნინა აქტიური მოსწავლეა და მონდომებითაა ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
ნინა გულმოდგინედ ასრულებს ტესტებს და ოჯახს წარმატებით ყოველთვის ახარებს.
„დიდი მადლობა izrune.ge-ს, რომ ზრუნავს ჩემი შვილის ინდივიდუალურ განვითარებაზე. ხუთშაბათი დღე დღესასწაულად გვექცა. პირველმა დიპლომმა ძალიან გაახარა. უღრმესი მადლობა თქვენ ამისათვის“, - აღნიშნავს ნინას მშობელი მანონი ვერულიძე.
5 ნოემბერს „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო. 29 ნოემბერს შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.