რუსთავის N21 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი უშიკიშვილი izrune.ge-ს ტესტებს წარმატებით გადის
06-11-2020

რუსთავის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.

ამჯერად გაგაცნობთ მე-4 კლასის მოსწავლე გიორგი უშიკიშვილს. გიორგი ერთ-ერთი წარმატებული მოსწავლეა.

„გიორგი ნიჭიერი და ბეჯითი მოსწავლეა, ძალიან უყვარს თქვენი პროექტი. ცეკვით და მუსიკითაა გატაცებული. ეუფლება სალამურისა და ჩონგურზე დაკვრის ხელოვნებას. ძალიან უყვარს ფეხბურთი. გიორგიც ერთ-ერთია იმ მოსწავლეთაგან, რომლის პროექტში ჩართულობაზე იზრუნეს მასწავლებლებმა - ხათუნა ლაშხიამ, ნონა ღირდალაძემ და სკოლის დირექტორმა - ნინო გავაშელმა“,-აღნიშნავს გიორგის წარმატებით გახარებული მზრუნველი მშობელი.

5 ნოემბერს „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო. 29 ნოემბერს შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203