
გაიცანით, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის I კლასის ყოჩაღი და წარმატებული მოსწავლე - გიორგი კეკელიძე. გიორგი აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge.
„მოუთმენლად ელოდება ყოველი ხუთშაბათის მოსვლას. ტესტებს დიდი მონდომებით და სიხარულით აკეთებს. პირველკლასელია, ყოველი დიპლომი ახარებს და დიდ ემოციას იწვევს მასში. მადლობა izrune.ge-ს და მის პროფესიონალ გუნდს. გიორგისთვის დიდი სტიმული ხართ!“-წერს გიორგის დედა დარო აბუსელიძე.
შეგახსენებთ, რომ 5 ნოემბერს „სიბრძნის ხუთშაბათის“ დღე იყო. 29 ნოემბერს კი შემაჯამებელი ტესტის - „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეა!“
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.