„ვალდებული ვართ, გავართვათ თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას“ - წვირმის საჯარო სკოლაში ინტერნეტრესურსებს საკლასო ოთახებშიც გამოიყენებენ
06-11-2020

მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის საჯარო სკოლის დირექცია პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებზე გვესაუბრება. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დისტანციური სწავლება არ იძლევა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგს, თუმცა პანდემიურ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია.

„პანდემიამ ახალი რეალობის წინაშე დაგვაყენა, რაც განათლებასაც შეეხო, როგორც ყველა სხვა სფეროს. საკმაოდ რთულია ასეთ პირობებში, როცა მოსწავლეთა ნაწილს არ აქვს წვდომა ინტერნეტზე, ჩაატარო სრულყოფილი გაკვეთილი და მიაღწიო ესგ-ით გათვალისწინებულ ყველა შედეგს, მაგრამ როცა ალტერნატიული გზა გაცილებით რთული შეიძლება იყოს, ვალდებული ვართ, მაქსიმალურად გავართვათ თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ პედაგოგები სწავლებისას ინტერნეტრესურსებს აქტიურად იყენებენ და არა მხოლოდ დისტანციური სწავლების დროს, მომავალშიც აპირებენ ინტერნეტში მოძიებული საინტერესო მასალების ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203