
ბათუმის N14 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. პანდემიამ საგანმანათლებლო სისტემაში ბევრი ცვლილება გამოიწვია და მასწავლებლებმაც ახალი მეთოდებით სწავლება დაიწყეს.
გამოიყენებენ თუ არა ინტერნეტრესურსებს პედაგოგები მაშინ, როდესაც სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება? - ამ კითხვაზე ბათუმის N14 საჯარო სკოლის მასწავლებლების პასუხი ასეთია:
„ინტერნეტი მუდამ იყო დამხმარე მასალა და პანდემიის დასრულების შემდეგაც, როდესაც დავუბრუნდებით ჩვეულ სასწავლო პროცესს აქტიურად გამოვიყენებთ ინტერნეტ სწავლების რესურსებს და უფრო მეტიც, პანდემიის პირობებში უკეთესად გავეცანით და უფრო სიღრმისეულად შევისწავლეთ ბევრი ახალი რესურსი, რაც გაკვეთილებს უფრო მრავალფეროვანს გახდის“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.