ზენითის საჯარო სკოლას ერთი ოქროს და ერთი ვერცხლისმედალოსანი მოსწავლე ჰყავს
06-11-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზენითის საჯარო სკოლა წარმატებულ მოსწავლეებს ზრდის. გასული სასწავლო წელი დაასრულა ხუთმა მოსწავლემ და მათ შორის ორი წარჩინებულია. 

სკოლა ერთმა მოსწავლემ ოქროს, ერთმა კი ვერცხლის მედალზე დაასრულა. უმაღლეს სასწავლებელში სამმა კურსდამთავრებულმა ჩააბარა.   

ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე სკოლა ამ ეტაპზე ჩართულია ონლაინ სწავლების რეჟიმში და მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203