„ჯადოსნური სიტყვები“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა საინტერესო ნამუშევრები შექმნეს
05-11-2020

ბათუმის N8 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა საგანში „მე და საზოგადოება“ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. გაკვეთილის თემა იყო - „ჯადოსნური სიტყვები“. კლასის დამრიგებელი ფატმა ზოიძეა. პედაგოგმა პატარებთან სიტყვის ძალაზე ისაუბრა.

„ყოველდღიურად ადამიანები ძალიან ბევრ სიტყვებს წარმოვთქვათ, მაგრამ არ ვუკვირდებით, რა დატვირთვა და დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს.

სწორედაც ჩვენი საგაკვეთილო თემა ამ სიტყვებს განიხილავს, ბავშვებმა მოამზადეს საინტერესო აქტივობები და ფურცელზე ნახატისა და ფერების საშუალებით გადმოგვცეს.

დილა მშვიდობისა საქართველო - აი, ამ ჯადოსნური სიტყვით მოგესალმებიან ჩემი ონავრები.

შევიყვაროთ ერთმანეთი; გავუთბოთ ერთმანეთს გული ლამაზი სიტყვებით; გამოვიყენოთ ყოველდღიურად ჯადოსნური სიტყვები, რომელსაც დიდი ძალა აქვს“ - მოგვიწოდებს ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი ფატმა ზოიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203