ტრენინგები გრძელდება - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
05-11-2020
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ტრენინგების ციკლს აგრძელებს.

უწყების განმარტებით,  3 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, ონლაინ პლატფორმა Zoom- ის გამოყენებით, უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის სტუდენტი წევრებისათვის ონლაინ ტრენინგები გაიმართება.

„თითოეული ტრენინგი არის ორდღიანი და დაფუძნებულია, როგორც თეორიულ ცოდნაზე ასევე, მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტებს როგორებიცაა - ქეისებზე მუშაობა, ჯგუფური სამუშაოები და ინტერვიუების სიმულაცია.

ტრენინგის მიზანია სტუდენტი ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი მომზადება ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესის ყველა ეტაპისათვის“, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშული ტრენინგების ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცემა 100-ზე მეტ სტუდენტ ექსპერტს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203