თბილისის N106 საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
05-11-2020

თბილისის N106 საჯარო სკოლის ორივე კორპუსში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სკოლაში განთავსებული საარჩევნო უბნის გამო მოსწავლეები დროებით დისტანციურად სწავლობდნენ.

არჩევნების შემდეგ ყველა საკლასო ოთახი, სველი წერტილები, ბიბლიოთეკა, კოლიდორები დამუშავდა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით.

სკოლა მზად არის, სწავლის უსაფრთხო გარემოში დასაწყებად, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდი ქალაქების სკოლები 25 ნოემბრამდე დისტანციურად ისწავლიან.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203