„ვიცი, გაამართლებთ ჩვენს დიდ იმედებს“ - მერჯევის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს „ეტალონის“ მეორე ტურში წარმატებას უსურვებენ
05-11-2020

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერჯევის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები საკუთარ მოსწავლეებს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურში გადასვლას ულოცავენ. ტესტირებაზე კარგი შედეგები მე-10 კლასის მოსწავლეებმა - თეონა ენუქიძემა და მარიამ კირვალიძემ, ასევე მე-11 კლასის მოსწავლე თამარ შაორშაძეს აჩვენეს.

„წარმატებებს გისურვებთ შემდეგ ტურში ბავშვებო, ვიცი, გაამართლებთ ჩვენს დიდ იმედებს“,-მიმართავენ პედაგოგები მოსწავლეებს.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება 7 ნოემბერს საჩხერეში გაიმართება.

ღონისძიებაზე მოსწავლეები ერთმანეთს „საჩხერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203