
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. თვითმმართველობის ხელმძღვანელი გახდა X კლასის მოსწავლე ცოტნე ქორთუა. დირექცია მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.
„ვულოცავთ ცოტნეს და წარმატებებს ვუსურვებთ! თვითმართველობის წევრებად აირჩიეს: VII კლასი - ირაკლი თოლორაია. VIII კლასი - ფარცვანია გიგი, IX კლასი - ნორაკიძე მეგი, XI კლასი - ლოგუა ლუკა. XII კლასი - ჟვანია მარიამი. წარმატებებს ვუსურვებთ არჩეულ კანდიდატებს!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები