წეროვნის N2 საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
05-11-2020

მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვნის N2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

200 ბავშვზე გათვლილ სკოლას რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა. შენობაში გარემონტდა 12 საკლასო ოთახი, კომპიუტერების და სამედიცინო ოთახი. ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე ღია სივრცე სააქტო დარბაზად გადაკეთდა და კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლეთა უსაფრთხო სწავლის მიზნით, საკლასო ოთახია დროებით განთავსებული. კეთილმოეწყო სხვენი სხვადასხვა საჭიროებებისთვის და სკოლის წინ ეზოც. სკოლის უკან განთავსებულ შენობის კედლებს დემონტაჟი გაუკეთდა, ბეტონით გამაგრდა და სპორტული მოედანი მოეწყო მოსწავლეთა სპორტული აქტივობებისთვის. დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. კეთილმოეწყო სველი წერტილები ცალკე მასწავლებლებისა და ცალკე მოსწავლეებისთვის. სკოლა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „გაბ.ჯორჯიამ“ შეასრულა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203