
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ჭაპალის საჯარო სკოლაში ნორჩ მწერალ გოგონათა კლუბი ჩამოყალიბდა. კლუბში ქართული სექტორის მერვე კლასის მოსწავლეები გაერთიანდნენ.
საგნის მასწავლებლის ინიციატივით, ისინი ზაფხულის განმავლობაში კითხულობდნენ კლასიკოსთა ნაწარმოებებს და კვირის ბოლოს შთაბეჭდილებებს დისტანციურად უზიარებდნენ ერთმანეთს. კითხვის სიყვარულმა წერის სურვილიც გააძლიერა და მათი გულწრფელი ოცნებები ლამაზ ჩანახატებად აქცია. კლუბის პირველი წევრები არიან მარიამ ჩირაგოვა და საბინა ორუჯოვა, ტელესკოლის პროექტებიდან ისინი მთელმა საქართველომ გაიცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.
სემესტრის ბოლოს გოგონები თავიანთ ნაწერებს წარუდგენენ თანატოლებს.
იხილეთ ფოტოები