„მხოლოდ ტექნიკით მუშაობა სასწავლო პროცესში დაუშვებელია“- ბათუმის N14 საჯარო სკოლის დირექცია ონლაინ სწავლებაზე გამოცდილებას გვიზიარებს
05-11-2020

ბათუმის N14 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. დირექცია ონლაინ სწავლებაზე საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

„პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლება საკმაოდ ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული:

  • არასაკმარისად გამართული ინტერნეტი და ტექ. მოწყობილობები;
  • ნაკლები ჩართულობა;
  • ერთმანეთთან პირისპირ კომუნიკაციის ნაკლებობა;
  • ჯანმრთელობის პრობლემები.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიათა საუკუნეა, ზემოთ აღნიშნული პრობლემები მუდამ იქნება და ჩემი აზრით, მხოლოდ ტექნიკით მუშაობა სასწავლო პროცესში დაუშვებელია!“-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203