„როდესაც ბავშვები ან მასწავლებლები ავადმყოფობის გამო არ მოდიან სკოლაში, იყენებენ დისტანციურ სწავლებას“ - განათლებაზე მზრუნველი დაშბაშის საჯარო სკოლა
05-11-2020

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. დირექციის გადაწყვეტილებით და მასწავლებლების სურვილით, ბავშვებს, რომლებიც სკოლაში ავადმყოფობის გამო არ გამოცხადდებიან, გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

„ჩვენს სკოლაში, როდესაც ბავშვები ან მასწავლებლები არ მოდიან სკოლაში ავადმყოფობის ან სხვა მიზეზების გამო, ისინი იყენებენ დისტანციურ სწავლებას, ეს ხელს უწყობს შესწავლილი თემების განვითარებას, ეს ძალიან მოსახერხებელია და ასევე ვიყენებთ ინტერნეტრესურსებს - წიგნებს, პრეზენტაციებს გუნდში, ელექტრონულ დავალებებს“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203