„ცარცი და დაფა შეუცვლელია“ - გელაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ანთაძე ონლაინ სწავლებაზე მოსაზრებას გვიზიარებს
05-11-2020

ხულოს მუნიციპალიტეტის გელაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ანთაძე დისტანციურ სწავლებაზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს. მისი თქმით, ონლაინ სწავლება რთულია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ინტერნეტრესურსებს აქტიურად იყენებენ, დირექტორი ფიქრობს, რომ ცარცი და დაფა შეუცვლელია.

„მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ არის დაშვებული, მგონია, სკოლის ბაზა რომ გამოიყენონ და იქიდან ჩაატარონ დისტანციური გაკვეთილები, უფრო სწორი იქნებოდა. მართალი გითხრათ, 30-წლიანი პრაქტიკის მანძლზე ასეთი რთული საქმე არ შემხვედრია.

რა თქმა უნდა, სკოლაში დაბრუნების შედეგ გამოვიყენებთ ინტერნეტრესურსებს, მაგრამ ცარცი და დაფა შეუცვლელია“,-აღნიშნა დირექტორმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203