„სად ცხოვრობს ოჯახი“ - ბათუმის N20 საჯარო სკოლის პირველკლასელები დავალებებს ხალისით ასრულებენ
05-11-2020

ბათუმის N20 საჯარო სკოლის I კლასში სასწავლო პროცესი აქტიურად და სახალისოდ მიმდინარეობს.

პატარებმა ბუნებაში საინტერესო დავალება შეასრულეს. თემა იყო - „სად ცხოვრობს ოჯახი“, დავალებად კი მოსწავლეებს ჰქონდათ „სახლი ქალაქსა და სოფელში“.

პირველკლასელებმა საკუთარი შეხედულებები ფერად ნახატებში გადაიტანეს და ასე გაუზიარეს პედაგოგს.

მასწავლებელმა მოსწავლეებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203