ბროლოსნის საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესში ინტერნეტრესურსებაც რთავენ
05-11-2020

ხაშურის მუნიციპალიტეტის ბროლოსნის საჯარო სკოლაში სწავლა აქტიურად გრძელდება. მასწავლებლები მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ და საინტერესო ინტერნეტრესურსებსაც რთავენ სასწავლო პროცესში. 

„ინტერნეტსწავლების რესურსებს ნაწილობრივ ვიყენებთ სასწავლო პროცესში. თუ კლასები აღიჭურვება ტექნოლოგიური საშუალებებით და მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაღალი ხარისხის ინტერნეტი, მეტად იქნება შესაძლებელი ინტერნეტრესურსების ჩართვა სასწავლო პროცესში“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203