„ინტერნეტრესურსის გამოყენებით უფრო გაკვეთილები“- იგოეთის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა უზნაძე ონლაინ სწავლებაზე
05-11-2020

ინტერნეტრესურსის გამოყენებით უფრო საინტერესო და სრულყოფილია გაკვეთილი - ასეთია კასპის მუნიციპალიტეტის იგოეთის საჯარო სკოლის დირექტორის ირმა უზნაძის შეფასება ონლაინ სწავლებაზე. როგორც დირექტორი ამბობს, აღნიშნული რესურსების გამოყენება საკლასო ოთახებშიც საჭიროა.  

„kahoot-ის პროგრამას (ტესტებისათვის) სკოლაში პირისპირ სწავლების დროსაც წარმატებით ვიყენებ და ინლაინ სწავლების დროსაც. ის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა გაკვეთილის განმტკიცებისა. ამ პროგრამაში მუშაობით მოიწონეს თავი ჩემმა მოსწავლეებმა გარე დაკვირვების გაკვეთილზე, რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი და კიდევ სხვა ინტერნეტრესურსებით. ასე, რომ თუ გვექნება გადამოწმებული რესურსები და ჩამოტვირთული (იმის შიშით, ვაითუ, უცებ სხვა უწმაწური რეკლამა არ ამოხტეს ინტერნეტ სივრცეში) მაშინ რატომაც არა? პირიქით, ინტერნეტრესურსის გამოყენებით უფრო საინტერესო და სრულყოფილია ჩემი გაკვეთილები“,-აღნიშნა დირექტორმა ირმა უზნაძემ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203