ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ცეკვებით სკოლის ეზოში „ცეცხლი დაანთეს“
05-11-2020

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობითა და მრავალფეროვან ღონისძიებებში ჩართულობით გამოირჩვიან.

ამჯერად, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში, მაყურებლის წინაშე ქართული ცეკვები დადგეს და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ „ცეცხლი დაანთეს“. ღონისძიება ღია ცის ქვეშ, რეგულაციების დაცვით გაიმართა.

დღე შთამბეჭდავი და საინტერესო იყო.

კლასების ხელმძღვანელები არიან: ხათუნა აბჟანდაძე და მაია ფართლაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203