გაიცანით „ახალციხის ეტალონი მოსწავლე“ - ახალციხის N2 საჯარო სკოლის მერვეკლასელი ქრისტინე ზედგინიძე
05-11-2020

ახალციხის N2 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე ქრისტინე ზედგინიძემ „ახალციხის  ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. სკოლის დირექტორი ბელა დიასამიძე ამაყობს მოსწავლის წარმატებით და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.  

„გილოცავ ქრისტინე, გისურვებ წარმატებულ მომავალს. შენ, ჩემი, როგორც სკოლის დირექტორის ოცნებებიდან ერთ-ერთი აასრულე, „ახალციხის ეტალონი მოსწავლე“ მეორე სკოლელია.

მადლობას ვუხდი შენს მშობლებს, მადლობას ვუხდი თითოეულ პედაგოგს, ვისაც წვლილი მიუძღვის შენს წარმატებასა და განათლებაში, ცხადია, მათ ძალიან ახარებს შენი წარმატება და თბილ სიტყვებს არ იშურებენ შენთვის.

მადლობა რაღა თქმა უნდა გამორჩეულ პროექტ „ეტალონს“ და მის ფუძემდებელს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს“,-აღნიშნულია დირექტორის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203