
„კიდევ ერთი წარმატება !
საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2019-2020 სასწავლო წელს ჩატარებულ საგნობრივ ოლიმპიადაში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ 31 მოსწავლეს დიპლომები და ლეპტოპები გადასცეს.
საგნობრივი ოლიმპიადა ჩატარდა ექვს საგანში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. საგნობრივ ოლიმპიადაში სულ მონაწილეობას იღებდა 5000 მოსწავლე.
სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ამავე სკოლის მე-9კლასის მოსწავლეს ელისაბეტ შარაძეს მიღწეულ წარმატებას!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები