„მასწავლებელი ყოველ წელს უნდა ფასდებოდეს“ - წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის პედაგოგების პოზიცია
04-11-2020

წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები ეთანხმებიან მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელის - ბერიკა შუკაკიძის იდეას, რომლის თანახმადაც მასწავლებელი ყოველ წელს უნდა ფასდებოდეს საკუთარი პროფესიული განვითარების შესაბამისად.

„დიახ, მასწავლებელი ყოველ წელს უნდა ფასდებოდეს. ის მუდმივად ძიებაში უნდა იყოს და ვითარდებოდეს. პედაგოგის შეფასება ხელს შეუწყობს მის მობილიზაციას და მოტივაციის ამაღლებას, რომელიც სწავლების ხარისხის გაუმჯობესების უმთავრესი პირობაა“,-ერთხმად აღნიშნავენ პედაგოგები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203