ჭელეს თემის N1 საჯაროს სკოლის მოსწავლემ მუსიკალურ კონკურსში შესრულებული ნომრებით მაყურებელს თავი დაამახსოვრა
04-11-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჭალეს თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ვერონიკა შამუგია მუსიკალურ კონკურსში „რანინაში“ იღებდა მონაწილეობას. მან მაყურებელს კონკურსში შესრულებული შთამბეჭდავი ნომრებით დაამახსოვრა თავი. 

მუსიკალური კონკურსი ქართული ფოლკლორის და ელექტრონული მუსიკის სინთეზია. ვერონიკა შამუგიამ ნახევარფინალამდე მიაღწია და როგორ ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსს გამოეთიშა, მისთვის დიდი გამოცდილება იყო.

თავის მხრივ სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი მოსწავლეს სამომავლოდ წარმატებებს უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203