„უარს არ ვამბობთ ინტერნეტრესურსების გამოყენებაზე“ - წინარეხის საჯარო სკოლის დირექტორი დისტანციური სწავლების შესახებ საუბრობს
04-11-2020

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის დირექტორი დისტანციური სწავლების შესახებ საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს. მისი თქმით, გასულ სასწავლო წელს დისტანციური სწავლების წარმართვა პანდემიის პირობებში ძალიან რთული აღმოჩნდა ტექნიკური პრობლემების გამო. მიუხედავად ამისა, პედაგოგები ცდილობდნენ და ახლაც ზრუნავენ, რომ მოსწავლეებს საინტერესო ინტერნეტრესურსები მიაწოდონ.

„მიუხედავად სასწავლო პროცესში ჩვენი აქტიური ჩართულობისა, 2020 წლის მეორე სემესტრის გამოცდილებით ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლების წარმართვა პანდემიის პირობებში ძალიან რთული და პრობლემურია ცუდი ტექნიკური პირობების გამო. თუმცა ჩვენ უარს არ ვამბობთ ინტერნეტ რესურსების გამოყენებაზე ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში“,-აღნიშნა სკოლის დირექტორმა ვასილ ქეშელაშვილმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203