
საჩინოს N1 საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლე გუგა კვირკვიამ წალენჯიხის „ეტალონის მოსწავლის“ ტიტული მოიპოვა. როგორც თავად ამბობს, პროექტმა დიდი გამოცდილება შესძინა.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები ამაყობენ გუგას წარმატებით და ულოცავენ მას მიღწეულ შედეგს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიება ღია ცის ქვეშ, წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა.
წალენჯიხის „ეტალონის“ ღონისძიების მონაწილეები მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარებული I ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
იხილეთ ფოტოები