ჯვარის N1 საჯარო სკოლა „ახალი სკოლის მოდელში“ ჩაერთო და კომპლექსურ დავალებებს აქტიურად ნერგავს
04-11-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეთა განვითარების მიზნით, საინტერესო პროექტებში ერთვება. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სკოლის დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, თითქმის ყველა საგანში, წარმატებით მიმდინარეობს კომპლექსური დავალებების დანერგვა.

„წელს ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო საკმაოდ მაღალრეიტინგულ საგანმანათლებლო პროექტში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, ჩვენი სკოლის დაწყებით და საბაზო საფეხურებზე, თითქმის ყველა საგანში, წარმატებით მიმდინარეობს კომპლექსური დავალებების დანერგვა სასწავლო პროცესში. მოსწავლეთა შეფასებით, დავალების შესრულება საინტერესო და სახალისოა. კომპლექსური დავალებები ხელს უწყობს საკითხის ღრმად გააზრებას, პრეზენტაციის და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ცოდნის ტრანსფერს, რაც მთავარია ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას და კომპეტენციებს სხვადასხვა მიმართულებით.

გვჯერა, ჩვენი პედაგოგების ძალისხმევით და მშობელთა მაღალი ჩართულობით უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203